აკაკის საქართველო
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiRBtijEn2Fhoel86ACW5ApXj6-WKEtbpAH7nRbVB5xjrYUccDZcovqY5kfeIgxSeXluL8MYj58Cvd5TIXDBkp5m3iqmIfZ2_RDfPP896MUl4eBhQMFi2W7tqCGU6EH0aZxLFWOI46ZRfk/s320/200px-AkakiTsereteli.jpg)
,,ისტორიული სიმართლე მალაპარაკებს და არა პატრიოტული გატაცება, რომ ჩვენ, ქართველები, ვეკუთვნით რჩეულ ხალხს და ჩვენი წარსული გასაოცარია: უძველეს დროიდან დაწყებული, მისთანა ხალხი არავინ გამოჩენილა, რომ ამ პატარა ხალხს არ მოზღვავებოდეს!.. ეგვიპტე, ბაბილონი,ასურეთი,არაბეთი,მონღოლეთი,საბერძნეთი და სხვანი...სულ ამ პატარა ქვეყანას ეძალებოდნენ...საართველო იდგა სალი კლდე ზღვის პირათ, რომელსაც უზარმაზარი ტალღები ზე ეხლებიან,მაგრამ,დაუძლურებული და ქაფად ქცეული, უკანვე იქცევიან... უფრო უახლობელს დროში მაჰმადიანობამ ჩაყლაპა დიდი ვიზანტია ,დაიმონასლავიანის ქვეყნები და ამ პატარა ქვეყნის კუთხეს -კი ბოლო ვერ მოუღო...ჩვენმა მამა-პაპებმა გადაიწერეს პირჯვარი, შესძახეს ერთმანეთს:,,ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვით-კირსაო" და,სარწმუნოებასთან შეხორცებული ეროვნება გაამტკიცეს!..წმინდა ჯვარი ქრისტესი შეუბღალავად მოიტანეს მეცხრამეტე საუკუნის კარებამდე და სასოებით გადმოსცეს ერთმორწმუნე ერს...გადასცეს და თავი კალთაში ჩაუდეს, რომ ტკბილად ჩასძინებოდათ დაღალულობის მოსახდელად..."
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiV5S0zoB6H-jEtXfhl-N75v8tBbj1qxooI2rOIM2SrQeQOrHXB_USxpTQdYq2mqNzpVB_mlUk5SQXAMnMtt_QbPYodbE1xVe1BoUgm5qPQ6uaLnaLv84tNhDwOXkHypl-0HsGtjxGFBgQ/s320/Sts.+Ioane,+Ekvtime,+and+Gabriel+of+Mt.+Athos.jpg)
Комментариев нет:
Отправить комментарий