суббота, 22 февраля 2014 г.

четверг, 20 февраля 2014 г.

აკაკის ანდერძი

გამარჯობათ თქვენ,ახლადმომავალნო!
მე,უკვე მიმავალი,გეთხოვებით და ვწუხვარ,რომ საგულისხმო ანდერძად ვერას გიტოვებთ,გარდა მარტო თქვენი ხვეწნა-ვედრებისა:გიყვარდეთ თქვენი სამშობლო...თქვენი ერი,როგორც პირველი საფეხური კაცობრიობის მისწრაფებისა,რადგანაც სიყვარულშია ადამიანის ბედნიერება,მაგრამ მისთანა სიყვარულში კი,რომელსაც სარჩულად სიმართლე და გულწრფელობა უძევს.უამისოდ ყოველგვარი შრომა ამაოა და მშრომელს არა აქვს უფლება,თქვას:,,უფალი ჩემთანაა,ალილუია!''

ციცინათელა
ჩემო ციცინათელა!
რად მიფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორით ნათებამ
დამწვა და დამანელა.

ანათებ და კარგი ხარ,
მე თუმც არას მარგიხარ!..
ჩემი იყო,ის მინდა,
შენ კი სხვისი ბარგი ხარ!..

ჩემო ციცინათელა,
საით ფრენ ნელა-ნელა?
მე ვარ შენი ერთგული,
სხვა მოგატყუებს ყველა.

ჩემო ციცინათელა,
სადღა ფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორით ნათებამ
უდროოდ დამანელა. 
ჩემს მესამეკლასელ მოსწავლეებს!
ყველას გთხოვთ,ისწავლოთ ეს ლექსი.






вторник, 14 января 2014 г.