ციცინათელა
ჩემო ციცინათელა!
რად მიფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორით ნათებამ
დამწვა და დამანელა.
ანათებ და კარგი ხარ,
მე თუმც არას მარგიხარ!..
ჩემი იყო,ის მინდა,
შენ კი სხვისი ბარგი ხარ!..
ჩემო ციცინათელა,
საით ფრენ ნელა-ნელა?
მე ვარ შენი ერთგული,
სხვა მოგატყუებს ყველა.
ჩემო ციცინათელა,
სადღა ფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორით ნათებამ
უდროოდ დამანელა.
ჩემს მესამეკლასელ მოსწავლეებს!
ყველას გთხოვთ,ისწავლოთ ეს ლექსი.
ჩემს მესამეკლასელ მოსწავლეებს!
ყველას გთხოვთ,ისწავლოთ ეს ლექსი.
Комментариев нет:
Отправить комментарий